Etym. ლათ. apparitio, რომელიც ნაწარმოებია სიტყვიდან apparere „გამოჩენა, ჩვენება“ ხილული ჩვენება არსებისა, რომლის ხილვაც იმ ადგილას ან იმ დროს, საგანთა ბუნებრივი წესრიგის თვალსაზრისით, უჩვეულო და აუხსნელია. აღნიშნავს ზებუნებრივის გრძნობად გამოვლინებას. ჩვენებანი ეხება ღმერთს (ძველი აღთქმა საუბრობს ღმრთის მრავალ თეოფანიაზე ანუ გამოცხადებაზე), ანგელოსებს, წმიდანებს და მარიამს. კერძოდ, ცნობილია მარიამის გამოცხადება ლურდში, ფატიმაში და სხვ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4