A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჩა ჩე ჩვ ჩი ჩო
ჩვე

ჩვეულება

Etym. ლათ. სიტყვიდან consuetudo
It. Consuetudine
აღნიშნავს საკრებულოს უწყვეტი ქმედების ფაქტს. საზოგადო სამართალი მას განსაზღვრავს, როგორც განსაზღვრული ქცევის ზოგად, ერთგვარ და მუდმივ გამეორებას, შესრულებულს დაჯერებულობით, რომ ამგვარად იურიდიული ნორმის დაცვა ხდება. კანონიკური სამართლის კოდექსი არ იძლევა ჩვეულების განსაზღვრებას, მაგრამ გვთავაზობს ნორმებს მისთვის კანონის ძალის მისანიჭებლად, განსაკუთრებით, როდესაც ის ეწინააღმდეგება ან სცილდება კანონიკურ სამართალს (შდრ. CIC, კან. 23-28). ღმრთაებრივი კანონის საწინააღმდეგო არცერთ ჩვეულებას არა აქვს კანონის ძალა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9