A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ყვ ყო ყრ ყუ
ყვე

ყველგანმყოფობა

It. Ubiquismo
ესაა მოძღვრება ღმრთის „ყველგანმყოფობის“ (ubiquitas) შესახებ (ლეონ I: Deus totus ubique), ამასთანავე, ქრისტოლოგიური მნიშვნელობითაც (ავგუსტინე: Christus totus ubique). შუა საუკუნეების ნომინალისტური მიმდინარეობის წარმომადგენლებმა პირველებმა მიუსადაგეს ეს მოძღვრება ქრისტეს რეალურ თანასწრებას ნაკურთხ ჰოსტიაში. საიდუმლოებრივი ქრისტოლოგიის ეს პრობლემა დააყენა არა მხოლოდ ევქარისტიულ მსახურებათა რაოდენობის ზრდამ, არამედ თანაარსობის (ქრისტეს სხეული და პური ჰოსტიაში ერთმანეთის გვერდით და ერთად თანაარსებობს, ტრანსუბსტანციაციის თომისტური მოძღვრების საპირისპიროდ) ნომინალისტურმა მოძღვრებამაც. წმიდა სერობის შესახებ თავის მოძღვრებაში ლუთერმა (†1546) შეინარჩუნა თანაარსობის იდეა და მაშასადამე, გაიზიარა, ამასთანავე, რეფორმირებულ (კალვინურ) ეკლესიათა მიერ უარყოფილი ყველგანმყოფობის ცნება. ამავე დროს, ზემოგერმანელებიც, – მაგალითად, იოჰანეს ბრენცი (†1570) და „თანხმობის ფორმულის“ შემდგენელი იაკობ ადრეა (†1590), – მიემხრნენ ყველგანმყოფობის მოძღვრებას (1559 წლის ევქარისტიული აღსარება), რის გამოც უბიკვისტთა ირონიული სახელი დაიმსახურეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9