A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ყვ ყო ყრ ყუ
ყოვ

ყოვლადდასაწველი (ჰოლოკოსტი)

Etym. გვიანლათ. holocaustum; ნაწარმოებია ბერძნული სიტყვიდან holókauston „სრულად დამწვარი რამ“
It. Olocausto
ანტიკური სამყაროს ცალკეულ რელიგიებში აღნიშნავდა ღმრთაებისადმი სისხლიან მსხვერპლშეწირვას, რომელიც შეწირული მსხვერპლის საკურთხეველზე „მთლიანად დაწვას“ გულისხმობდა. ძველ აღთქმაში ყოვლადდასაწველი დადგენილია ყველა დიდი დღესასწაულის დროს, ღმრთისადმი სრული მიძღვნის ნიშნად შესაწირი მსხვერპლის რაოდენობისა და რაობის სრული აღწერით. ებრაელობიდან ნასასხებ ტერმინს დღეს მიმართავენ ნაცისტური გენოციდის მსხვერპლ ებრაელთა და, უფრო ზოგადი მნიშვნელობით, ბირთვული ომის შემთხვევაში კაცობრიობის სავარაუდო ბედის, საჩვენებლად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9