A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ყვ ყო ყრ ყუ
ყუმ ყურ

ყუმრანი

It. Qumran
ჩირბეთ ყუმრანი ეწოდება ადგილს მკვდარ ზღვასთან, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ესეველთა (ანუ ყუმრანელთა) სექტის ცენტრის, საკულტო შენობის ნანგრევები აღმოაჩინეს. ამ სექტის წევრებს განეკუთვნება იმავე პერიოდში იმავე რეგიონის სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი ხელნაწერები, რომლებსაც ყუმრანის, ანუ მკვდარი ზღვის დოკუმენტებად მოიხსენიებდნენ. ეს ხელნაწერები ქრისტეს შობამდე ერთი საუკუნით ადრე და მისი შობიდან შემდგომი ერთი საუკუნის პერიოდს განეკუთვნება და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყუმრანელთა სექტის, არამედ, ზოგადად, ქრისტეს ეპოქის იუდაიზმისა და თვით ქრისტიანობის საწყისების შესწავლის თვალსაზრისით.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9