A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ყვ ყო ყრ ყუ
ყუმ ყურ

ყურანი

Etym. არაბ. qr’ „კითხვა“, „ხმამაღლა დეკლამირება“; Qur’an გამოცხადების ფსალმუნისებრად „დეკლამაციას“, „წაკითხვას“ ნიშნავს
It. Corano
მუსლიმთა წმიდა წიგნი. მუსლიმები მიიჩნევენ, რომ ყურანი უშუალოდ ღმრთის ქმნილებაა და არა წინასწარმეტყველ მუჰამადისა, რომელსაც მთავარანგელოსმა გაბრიელმა ყურანისეული გამოცხადება უკარნახა. ყურანი აცხადებს, რომ ზეციური პროტოტიპი არაბულად მუჰამადზე მკაფიოდ განსაზღვრულ დროს გადმოვიდა, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ წინამორბედი გამოცხადებანი (თორა, სახარება) აგრეთვე ზეციური წიგნის ვერსიებს წარმოადგენენ. ისტორიკოსები ყურანის ავტორად მუჰამადს მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი ტექსტი წინასწარმეტყველის სიკვდილზე უფრო გვიანდელი ხანისაა. ყურანი შედგება 114 თავის, ანუ „სურისგან“, რომლებსაც მექური ან მედინური ეწოდება, იმისდა მიხედვით, მიეკუთვნება ისინი 622 წელს მედინაში ემიგრაციამდელ თუ მის შემგომ პერიოდს. მექური სურები უფრო რელიგიური და პოეტურია, მედინურები კი უფრო ნორმატიული და სასაუბრო ხასიათისაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9