A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ჟა ჟი
ჟამ

ჟამთა ლიტურგია

It. Liturgia delle ore anu ufficio divino
„ეკლესიის საჯარო ლოცვა“ (SC, 98), რომლითაც მორწმუნეები (სამღვდელონი, მოწესენი და საერონი) ნათლისღებულთა სამეუფო მღვდელმსახურებას აღასრულებენ. ის „იმგვარადაა აგებული, რომ წმიდაყოფს მთელ დღესა და ღამეს ღმრთისადმი ქების აღვლენით“ (SC, 84). მართლაც, ჟამთა ლიტურგია მოიცავს ორ მთავარ ჟამს (ქებანი და მწუხრი), რომლებიც შესაბამისად დილას და შუადღის შემდეგ სრულდება; საკითხავის ჟამს (დილით ან ღამით) და ორ „მცირე ჟამს“ („საშუალო ჟამი“ შერჩევით მესამე, მეექვსე ან მეცხრე ჟამს წარმოითქმის, ხოლო სერობა ღამის მოსვენების წინ). ჟამთა ლიტურგია შედგება ფსალმუნთაგან (სახელდებით, ანტიფონებით, ფსალმუნური ლოცვებით), ბიბლიურ საგალობელთაგან, ბიბლიურ საკითხავთაგან, პატრისტიკულ მონაკვეთთა, სხვა საეკლესიო ავტორთა (განმარტებებითურთ) საკითხავთა, რესპონსორიუმთა, საგალობელთა, მფარველობის ლოცვათაგან. ლიტურგიაში გათვალისწინებულია აგრეთვე დუმილის მონაკვეთები – მჭვრეტელობისათვის (შდრ. CCC, 1174-1178; CIC, კან. 1173-1175).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9