Etym. ლათ. სიტყვიდან concupiscentia, ნაწარმოებია ზმნიდან concupiscere „მხურვალედ სურვილი, ჟინი“ აღნიშნავს ადამიანის მიდრეკილებასა და ძლიერ სურვილს, რომელიც ჯერ კიდევ გადაწყვეტილების მიღებამდე მიმართავს ადამიანის თავისუფლებას არასრულ სიკეთეთა მიმართ, რომლებიც, შეგნებული სურვილის შემთხვევაში, ცოდვის საგნადაც შეიძლება იქცეს. თანამედროვე თეოლოგიამ უფრო გააღრმავა ჟინის ცნება: ის აღნიშნავს ადამიანის ბუნებრივ ინსტინქტთა ერთობლიობას, რომლებიც არაა ბოროტი, მაგრამ დაპირისპირებულია ადამიანის ზებუნებრივ მდგომარეობასთან, რამდენადაც არ ექვემდებარება პიროვნულ გადაწყვეტილებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4