Etym. ბერძნ. parabolé „შედარება“, „მსგავსება“ (ზმნიდან parabállein „შედარება“) რეალურ თუ გამოგონილ ფაქტებზე აგებული მოთხრობა, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა რელიგიური, ზნეობრივი ან საერო ხასიათის სხვადასხვა უწყება. იგავთა მეშვეობით იესო ღმრთის სასუფეველს აცხადებს (მათ. 13:34, შმდ.; მარკ. 4:33, შმდ.). ამგვარი იგავებია: კლდეზე აშენებულ სახლზე (მათ. 7:24, შმდ.; ლუკ. 6:47, შმდ.), მთესველზე (მათ. 13:3-23; მარკ. 4:3-25; ლუკ. 8:5-18), თესლის ზრდაზე (მარკ. 4:26, შმდ.), ხორბალსა და ღვარძლზე (მათ. 13:24-30:36-43), მდოგვის მარცვალზე (მათ. 13:31, შმდ., მარკ. 4:30, შმდ.), მარგალიტზე (მათ. 13:45), ზღვაში გადაგდებულ ბადეზე (მათ. 13:47-51), სახლის პატრონზე (მათ. 13:52), ორ მოვალეზე (ლუკ. 7:41-43), გულმოწყალე სამარიელზე (ლუკ. 10:25-37), შუაღამეს მოსულ მეგობარზე (ლუკ. 11:5, შმდ.), ლეღვის ხეზე (ლუკ. 13:6, შმდ.), კოშკის აშენებაზე (ლუკ. 14:28, შმდ.), უმადურ მონაზე (მათ. 18:23- 35), გზააბნეულ ცხვარზე (მათ. 18:12; ლუკ. 15:4), დაკარგულ დრაქმაზე (ლუკ. 15:8), შეცდომილ ძეზე (ლუკ. 15:11-32), ორგულ მნეზე (ლუკ. 16:1-13), მდიდარსა და ლაზარეზე (ლუკ. 16:19-31), შეუპოვარ ქვრივზე (ლუკ. 18:1-8), ფარისეველსა და მებაჟეზე (ლუკ. 18:9-14), ვენახის მუშებზე (მათ. 20:1-16), ორ ძეზე (მათ. 21:28-31), ბოროტ მიწისმუშაკებზე (მათ. 21:33-41; მარკ. 12:1- 12; ლუკ. 20:9-19), საქორწილო ნადიმზე (მათ. 22:1-14; ლუკ. 14:16-24), ერთგულ მონაზე (მათ. 24:45-51; ლუკ. 12:42 შმდ.), ათ ქალწულზე (მათ. 25:1-13), ტალანტებზე (მათ. 25:14-30; ლუკ. 19:12-27).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4