A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თვი

თვითშეზღუდვა

Etym. ლათ. abstenere „შორს დაჭერა“, საიდანაც მომდინარეობს abstinentia „თავშეკავება“, „უარის თქმა“, „თავის შეზღუდვა რამისაგან“
It. Astinenza
ზოგიერთი სიკეთით სარგებლობისაგან დროებით ან მთლიანად თავის შეკავება უფრო დიდი სიკეთისაკენ სწრაფვის გამო. ეს სიტყვა განსაკუთრებით იხმარება საკვების ზოგიერთი სახეობის მიღებისაგან ან სქესობრივი ურთიერთობისაგან თავშეკავების აღსანიშნავად. ქრისტიანულ რელიგიაში თვითშეზღუდვა მოქცეულია მონანიების (ლოცვა, გულმოწყალე და ქველმოქმედი საქმიანობა, მარხვა და თავშეკავება) უფრო ზოგად ჩარჩოში, როგორც ქრისტეს მსხვერპლშეწირვაში თანამონაწილეობა და ეგოისტურ და გრძნობად მიდრეკილებათა წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი ხერხი. კანონიკური სამართლის წესით (CIC, კან. 1251-1253), თვითშეზღუდვა ეპისკოპოსთა კონფერენციების მიერ განისაზღვრება და წესდება ყველა ადამიანისათვის 14 წლის ასაკიდან. იტალიაში ხორცისაგან თავშეკავება დაწესებულია დიდი მარხვის პარასკევ დღეებში და, მარხვასთან ერთად, ნაცრის ოთხშაბათსა და დიდ პარასკევს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9