A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თვი

თვითმკვლელობა

It. Suicidio
ნიშნავს საკუთარი თავის მოკვლას, ანუ საკუთარი ნებით, გაცნობიერებულად სიკვდილის არჩევას. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ჩასახვის მომენტიდან სიკვდილამდე წმიდაა, რადგანაც ადამიანი წმიდა და ცოცხალი ღმრთის ხატებად და მსგავსებად იქნა ჩაფიქრებული. ამიტომაც თვითმკვლელობა ღმრთის წინაშე ჩადენილი მძიმე ცოდვაა. ამასთან, თვითმკვლელობა ეწინააღმდეგება საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისა და განგრძობის ადამიანის ბუნებრივ მიდრეკილებას და, ამავე დროს, მოყვასისადმი სიყვარულის შეურაცხყოფაა, რადგან უსამართლოდ წყვეტს ნათესავთა, თანამემამულეთა, ადამიანთა საზოგადოებასთან არსებულ კავშირებს (შდრ. CCC, 2280-2283).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9