A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

თა თე თვ თი თო
თვი

თვითმგვემნი

It. Flagellanti
შუა საუკუნეების მოძრაობათა და ძმობათა წევრები, რომლებიც მონანიების მიზნით საჯარო გაშოლტვას მისდევდნენ. ეს ფენომენი განსაკუთრებით XIII საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა, როცა ადამიანთა ჯგუფები ქალაქებსა და სოფლებში დადიოდნენ, საჯაროდ იშოლტავდნენ საკუთარ თავს ან ერთმანეთს შოლტავდნენ და ლოცულობდნენ. გაშოლტვა ასკეტური წესი იყო, რომელიც ჯერ კიდევ XI საუკუნეში იყო გავრცელებული განდეგილთა შორის. 1260 წელს პერუჯაში განდეგილმა რანიერი ფაზანიმ დაამკვიდრა ეს წესი, აგრეთვე, საეროთა შორისაც და ამგვარად დააარსა ქრისტეს თვითმგვემთა საზოგადოება (Compagnia dei Disciplinati di Cristo, ლათ. დისციპლინა „წვრილი დრეკადი წკეპლა“).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9