It. Commissione Teologica Internazionale კომისია 1969 წელს პავლე VI-მ დააარსა სარწმუნოების მოძღვრების კონგრეგაციასთან, იმ მიზნით, რათა მან წმიდა საყდარს და, უმთავრესად, ხსენებულ კონგრეგაციას უმნიშვნელოვანესი სამოძღვრო საკითხების განხილვაში გაუწიოს დახმარება. კომისიაში შედის არაუმეტეს 30 წევრისა, მას ხსენებული კონგრეგაციის პრეფექტი კარდინალი თავმჯდომარეობს. კომისიის წევრები არიან „სხვადასხვა სკოლათა და ხალხთა წარმომადგენელი თეოლოგები, რომლებიც განსწავლულობითა და ეკლესიის სწავლებისადმი ერთგულებით გამოირჩევიან“ (Annuario pontificio 1994). პრეფექტი კარდინალის შეთავაზების საფუძველზე და საეპისკოპოსო კომისიებთან კონსულტაციის შემდეგ კომისიის წევრებს პაპი ასახელებს. საერთაშორისო თეოლოგიური კომისია წელიწადში ერთხელ მაინც იკრიბება პლენარულ სხდომაზე; თავის საქმიანობას ახორციელებს, აგრეთვე, ქვეკომისიებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4