Etym. ბიზანტიური ბერძ. protonotarios (ბერძ. prótos „პირველი“, და ლათ. notarius „ნოტარიუსი“) It. Protonotario apostolico ამ ტიტულს ატარებს სამოციქულო კურიის შვიდი პირველი ნოტარიუსი, რომლებიც კურიის მიერ გამოცემულ ყველა საბუთს ამოწმებენ. ეს ნოტარიუსები პრელატები არიან და განეკუთვნებიან კოლეგიას, რომელსაც დეკანოზი თავმჯდომარეობს. ამ ნოტარიუსთა მოვალეობაა პაპის ტახტზე ასვლასა და მის სიკვდილთან და წმიდათა კანონიზაციასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა; გარდა ამისა, ისინი ესწრებიან კონკლავის გახსნასა და დახურვას, კონგრეგაციათა და კრებათა სესიების გახსნასა და დახურვას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4