A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
ანა ანგ ანთ ანი ანო ანტ

ანაბაპტისტები

Etym. ბერძნ. anabaptistés, წარმოებული ზმნიდან anabaptízein „ხელახლა მონათვლა“; შემდეგ ლათინურში მიიღო ფორმა anabaptista
It. Anabattisti
ანაბაპტისტები XVI ს.-დან აღნიშნავს, ასევე, კატაბაპტისტებად, ბაპტისტებად ან ხელახლა მნათვლელებად წოდებულ პროტესტანტებს. ამასთანავე, გადატანითი მნივნელობით ანაბაპტისტი აღნიშნავს იმ პროტესტანტებს, რომლებიც უარყოფენ ბავშვების ნათლობას და მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებს ნათლავენ, თანაც ნათლობა სრულდება არა როგორც საიდუმლო, არამედ, როგორც „მცნება“. ვიწრო ისტორიული თვალსაზრისით, ანაბაპტისტები, ლუთერის განსაზღვრების თანახმად, ის „ფანატიკოსები“ არიან, რომლებიც „ცვიკაუს წინასწარმეტყველებს“ უწოდებდნენ თავს და რომელთა მეთაურიც 1520 წელს გახდა თომას მიუნცერი ვალდშუდან. იგი, მილენარისტული და სოციალისტური იდეებით შთაგონებული, 1525 წლის „გლეხთა ომში“ ჩაება ეგრეთ წოდებული „თორმეტი მუხლის“ დასაცავად. დამარცხების შემდეგ მიუნცერი დაატყვევეს და თავი მოკვეთეს, თუმცა მეთაურის სიკვდილის შემდეგ სექტას არსებობა არ შეუწყვეტია, – ის უმთავრესად გერმანიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში გავრცელდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9