A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოციქულო მამები

It. Padri apostolici
გამოთქმა, პირველად გამოყენებული ჯ. ბ. კოტელიეს მიერ (Patres aevi apostolici) XVII საუკუნეში. ტერმინი აღნიშნავს მოციქულთა და ეკლესიის მამათა ხანებს შორის მოღვაწე ბერძნულენოვან ქრისტიან მწერალთა ჯგუფს. თავდაპირველად ასე უწოდეს მხოლოდ ფსევდო-ბარნაბას, კლემენტე რომაელს, ეგნატე ანტიოქიელს, პოლიკარპე სმირნელსა და ერმას. მოგვიანებით მათ რიცხვს მიემატა პაპია ჰერაპოლისიდან, დიოგნეტესადმი წერილის უცნობი ავტორი და, ასევე, „დიდაქეს“ ავტორი. ამ ავტორთა ნაშრომებში პირველ ქრისტიანულ საკრებულოთა ცხოვრებაა ასახული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9