A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოციქულო დათარიღების დაწესებულება

It. Dataria Apostolica
რომის კურიის უწყება, რომლის მოვალეობაც პონტიფექსის დოკუმენტებზე თარიღის მითითება იყო (datum apud S. Petrum). XIII საუკუნიდან კანცელარიის თანამშრომელი შეწყალების სიგელებსა და პონტიფექსის დოკუმენტებს ათარიღებდა. XIV საუკუნიდან ამ ფუნქციას ასრულებდა პრელატი, რომელიც იხილავდა, აგრეთვე, პაპისადმი მიმართულ თხოვნებს, თავად იძლეოდა მათზე დადებით პასუხს და ათარიღებდა შეწყალების სიგელებს. ამ უწყებამ უდიდეს აღზევებას სიქსტუს V-ის მმართველობისას მიაღწია, რომელმაც თავის ბრევეში Decret Romanum Pontificem (1588) ამ უწყების მრავალრიცხოვანი ფუნქციები განსაზღვრა. შემდგომში უწყებამ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9