Etym. ლათ. abortus, წარმოებული ზმნიდან აბორირი (უარყოფითი ნაწილაკი ab + oriri „დაბადება“) ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ანუ ნაყოფის განადგურება არასიცოცხლისუნარიან ასაკში საშვილოსნოდან მისი განდევნის გზით. აბორტის დაგმობა ეკლესიის მოძღვრების უცვლელი საკითხია, რაც ვატიკანის II კრებამაც განამტკიცა შემდეგი სიტყვებით: „აბორტი, ისევე როგორც ბავშვის მკვლელობა, საშინელი დანაშაულია“ (GS, 51). აბორტი განკვეთით ისჯება (CIC, კან. 1398).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4