A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მიწიერი სამოთხე

Etym. ნ. სამოთხე
It. Paradiso terrestre
სეპტუაგინტაში ებრ. gan, „ბაღი“ ნათარგმნია სიტყვით parádeisos. აღნიშნავს სიამოვნებათა ბაღს, რომელშიც, დაბადების თანახმად (2-3), იმყოფებოდნენ ადამი და ევა. ეკლესია ავთენტიკურად განმარტავს ბიბლიური ენის სიმბოლიზმს ახალი აღთქმისა და გადმოცემის შუქზე და ასწავლის, რომ ჩვენი წინაპრები ადამი და ევა პირველქმნილი სიწმიდისა და სამართლიანობის მდგომარეობაში არსებობდნენ. მიწიერ სამოთხეში ადამიანი იყო მთლიანი, მთელი არსებით ერთიანი, რადგან იგი თავისუფალი იყო სამმაგი გულისთქმისაგან, რომელიც გრძნობად სიამოვნებათა, მიწიერ სიკეთეთა მიმართ სიხარბისა და გონების წინააღმდეგ საკუთარი „მე“-ს განმტკიცების სურვილის მონად აქცევს მას. სწორედ ღმერთთან ადამიანის სიახლოვის ნიშანია, რომ ღმერთმა ის მოათავსა ბაღში (დაბ. 2:8), სადაც ადამიანი ცხოვრობდა, „რათა დაემუშავებინა და დაეცვა ის“ (დაბ. 2:15). ამ სიახლოვეს ადამისა და ევას ცოდვის შედეგად მოეღო ბოლო (დაბ. 3; შდრ. CCC, 374-379).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9