A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პანთეიზმი

Etym. ბერძ.pan „ყოველივე“ + theós „ღმერთი“
It. Panteismo
პირველად XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყენებული ეს ტერმინი აღნიშნავს ყველა იმ სწავლებას, რომელთა თანახმადაც, ღმერთი ყოველივეში ცოცხლობს როგორც ერთადერთი, აბსოლუტური, მარადიული, უსასრულო და უპირო სუბსტანცია, ისე რომ ღმერთში ერთმანეთს ემთხვევა აბსოლუტური ყოფნა და ცოცხალი და შემოქმედი ბუნება. პანთეიზმის ელემენტები, რომელსაც საუკუნეთა მანძილზე განსხვავებულად განმარტავდნენ, გხვდება ცალკეულ აღმოსავლურ რელიგიებში, სოკრატემდელი ბერძენი ფილოსოფოსების მონიზმსა და, მოგვიანებით, მატერიალისტურ სტოიციზმში. პანთეიზმის მიმდევრები იყვნენ, ასევე, აღორძინების ხანის ნატურალისტი ფილოსოფოსები (ჯ. ბრუნო, ბ. ტელეზიო და სხვ.). განვითარების მწვერვალს პანთეიზმი სპინოზას ფილოსოფიაში აღწევს. სპინოზას თანახმად, ცალკეული საგნები და არსებები სუფთა დროებითი „საშუალებებია“, სამყარო კი ღმრთაებრივ სუბსტანციასთან იგივდება. გერმანელმა იდეალისტებმა მიიღეს ღმრთის ბუნებასთან სპინოზასეული გაიგივება (Deus sive natura), თუმცა განიხილავდნენ მთლიანობას, როგორც დაქვემდებარებულს განგრძობითი ქმნადობისადმი, რომელშიც აბსოლუტური თავის ღმრთაებრიობას განმარტავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9