წმიდა ვინჩენცო დეი პაოლის მიერ 1625 წელს დაარსებული და 1632 წელს დამტკიცებული მისიის კონგრეგაციის (Congregatio missionis) წევრები. კონგრეგაციის პირველი მიმდევრები პარიზის წმიდა ლაზარეს საავადმყოფოში მოღვაწეობდნენ, საიდანაც მომდინარეობს მათი სახელწოდება. ლაზარელნი ეწევიან სხვადასხვა ხალხთა და წარმართთა შორის მისიონერობას, ასწავლიან სემინარიებში და მართავენ მათ, წარმართავენ გულმოწყალების ასულთა და ქალბატონთა საქმიანობას, აწყობენ სასულიერო სამყოფელებს სამღვდელოებისა და საერო პირთათვის. გერმანიასა და ანგლოსაქსურ ქვეყნებში ცნობილი არიან, აგრეთვე, სახელით ბიკენტიელნი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4