Etym. ნაწარმოებია სიტყვიდან laico „ერისკაცი“, „საერო პირი“ სეკულარიზაცია ზოგადი მნიშვნელობით აღნიშნავს სახელმწიფოსა და სამოქალაქო ინსტიტუტთა საეროობის პრინციპით გარდაქმნის პოლიტიკურ-კულტურულ პროცესს. კანონიკური სამართლის თვალსაზრისით, ტერმინი აღნიშნავს სასულიერო პირის მიერ სამღვდელო სტატუსის დაკარგვას (ან მის საერო სტატუსამდე დაქვეითებას) რელიგიურ ხელისუფალთა გადაწყვეტილების ან სასამართლო განაჩენის საფუძველზე კანონიკური კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან თვით სასულიერო პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე (CIC, კან. 290, შმდ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4