A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლავ ლაზ ლათ ლაი ლამ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლამაიზმი

Etym. ტიბეტურიდან (b)làma (წარმოითქმის: ლამა) „პატივცემული მასწავლებელი“
It. Lamaismo
ტიბეტში გავრცელებული ბუდჰიზმის ფორმა, რომელიც მიეკუთვნება „დიდ ოთხთვალას“ (მაჰაიანა). ესაა საკმაოდ რთული რელიგიური ფორმა, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიტაციას. ტიბეტში ლამაიზმი VI საუკუნეში გავრცელდა და ოფიციალურ რელიგიად იქცა. ბუდჰისტურ მონასტრებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ქვეყნისათვის, რადგანაც ბუდჰისტი სასულიერო მოძღვრები (ლამა) არა მხოლოდ ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს, არამედ ესწრებიან დაბადებას, გარდაცვალებას, ადგენენ ჰოროსკოპებს და ასრულებენ შელოცვებს. ჩინეთის მიერ ტიბეტის დაპყრობის შემდეგ (1950), რისი მიზეზითაც დალაი ლამა (უმაღლესი ხელისუფალი) იძულებული იყო, ქვეყნიდან გაქცეულიყო, ლამაიზმმა დევნა და შევიწროვება განიცადა, თუმცა, ამავე დროს დამპყრობთა წინააღმდეგ დაუმორჩილებლობის მოძრაობის ცენტრად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9