A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ლა ლე ლი ლმ ლო ლუ
ლავ ლაზ ლათ ლაი ლამ ლატ ლაუ ლაფ ლაქ

ლატერანის კრებები

It. Lateranensi, concili
ტერმინი მომდინარეობს რომის ეპისკოპოსის საკათედრო ტაძრის – ლატერანის წმიდა იოანეს – სახელწოდებიდან, სადაც ხუთი მსოფლიო კრება გაიმართა. კალისთე II-ის მიერ მოწვეული ლატერანის I კრება (IX მსოფლიო კრება) 1123 წლის 18-28 მარტს გაიმართა და ინვესტიტურათა ბრძოლის საკითხს მიეძღვნა. ინოკენტი II-ის მიერ მოწვეული ლატერანის II კრება (X მსოფლიო კრება) 1139 წლის აპრილში გაიმართა. ლატერანის III კრება (XI მსოფლიო კრება) ალექსანდრე III-მ 1179 წლის 5-19 მარტს გამართა და ძირითადად მიეძღვნა კანონიკურ ნორმათა განსაზღვრას, რომელთა მიხედვითაც უნდა ხდებოდეს პაპის არჩევა და ვითარების მოწესრიგებას მას შემდეგ, რაც ფრიდრიხ ბარბაროსამ სამ ანტიპაპს დაუჭირა მხარი. ინოკენტი III-ის მიერ მოწვეული ლატერანის IV კრება (XII მსოფლიო კრება) 1215 წლის ნოემბერში გაიმართა და ლატერანის კრებათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: მან განსაზღვრა ტრანსუბსტანციაციის დოგმა და მიიღო ზომები ერეტიკოსთა წინააღმდეგ. ლატერანის V კრება (XVIII მსოფლიო კრება) 1512 წლის 10 მაისს იულიუს II-მ გახსნა. ის ძირითადად 1511 წელს, რამდენიმე სქიზმატიკოსი კარდინალის მხარდაჭერით მეფე ლუი XII-ის მიერ პიზაში მოწყობილ კრებას დაუპირისპირდა. ლეონ X-ის მიერ გაგრძელებული ეს კრება 1517 წელს, ლუი XII-სთან შერიგებითა და კონცილიარიზმის დაგმობით დასრულდა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9