A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონკორდატი

Etym. ლათ. სიტყვიდან concordatum, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვებს pactum და conventio „პაქტი“, „შეთანხმება“
It. Concordato
ხელშეკრულება წმიდა საყდარსა და სახელმწიფოს შორის, რომლის მიზანია საერთო ინტერესების განსაზღვრა პიროვნებებთან, ინსტიტუციებთან და საეკლესიო ქონებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, კონკორდატი შეეხება „შერეულ საკითხს“, ანუ საკითხს, რომელიც ერთდროულად როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიის ინტერესთა სფეროს განეკუთვნება. ამგვარი შეთანხმებები უმთავრესად XV საუკუნიდან გახშირდა. მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1516 წლის კონკორდატი ლეონ X-სა და საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ს შორის და 1801 წლის შეთანხმება ნაპოლეონსა და პიუს VII-ს შორის. ამ უკანასკნელის მეშვეობით საფრანგეთის სახელმწიფომ ეპისკოპოსთა არჩევის პროცესში ჩარევისა და ეკლესიის ქონების ნაციონალიზაციის უფლება მიიღო. იტალიაში არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ლატერანის კონკორდატს, რომელსაც 1929 წლის 11 თებერვალს ხელი მოაწერეს იტალიის მხრიდან ბენიტო მუსოლინიმ და წმიდა საყდრის მხრიდან – კარდინალმა გასპარიმ. კერძოდ, კონკორდატში ნათქვამია, რომ კათოლიკეობა იტალიის სახელმწიფოს ოფიციალური რელიგიაა და აღნიშნულია, რომ კათოლიკური რელიგიის სწავლება საშუალო განათლების სასწავლებლებსაც მოიცავს. წმიდა საყდარსა და იტალიას შორის ახალი კონკორდატი 1984 წლის 18 თებერვალს დაიდო, მას ბეტინო კრაქსიმ და კარდინალმა კაზაროლიმ მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი მრავალ სიახლეს შეიცავს, მათ შორის აღინიშნება, რომ კათოლიკობა აღარ წარმოადგენს იტალიის სახელმწიფოს ოფიციალურ რელიგიას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9