A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონსისტორიუმი

Etym. ლათ. სიტყვიდან consistorium „საბჭო“, რომელიც ეხმარებოდა იმპერატორს (სიტყვიდან consistere „ფეხზე დგომა“, „დასწრება“)
It. Concistoro
პაპისა და კარდინალების შეკრება. კონსისტორიუმი შეიძლება იყოს ორი სახისა: – რიგითი საიდუმლო: ყველა ან რომში მყოფი ყველა კარდინალის შეკრება სერიოზულ საკითხებზე კონსულტაციის ან უაღრესად საზეიმო აქტების ჩატერების მიზნით (CIC, კან. 353, ნაწ. 2). ასეთი აქტებია, მაგალითად, ახალ კარდინალთა დასახელება, დიოცეზთა დაარსება და სხვა; – რიგითი საჯარო: იკრიბება განსაკუთრებულ დღესასწაულთა აღსანიშნავად, მას ესწრებიან აგრეთვე სხვა პრელატები, სახელმწიფოთა დიპლომატიური წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები (CIC, კან. 353, ნაწ. 4); – საგანგებო: ყველა კარდინალის შეკრება იმ შემთხვევაში, როდესაც ეკლესიაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე განსაკუთრებულად სერიოზულ საკითხთა განხილვაა საჭირო (CIC, კან. 353, ნაწ. 3).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9