ტერმინი აღნიშნავს აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში აღმოცენებულ თეოლოგიებს, რომლებსაც რელიგიური, სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანური კონტექსტი შემოაქვთ თეოლოგიურ განსჯაში მისი არსებითი კომპონენტის სახით. ეს მცდელობანი ექცევა დეკოლონიზაციის შედეგად დაწყებული იდენტობის ძიების ზოგად ჩარჩოში და დასავლურ ქრისტიანობაზე რეაქციას წარმოადგენს. ამასთან, ყოველი თეოლოგია კონტექსტურია, რამდენადაც მუდამ განსაკუთრებულ ისტორიულ ვათარებაშია მოქცეული და მის გავლენას განიცდის.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4