Etym. სიტყვასიტყვით თარგმანი გერმანული სიტყვისა Gegenreformation „რეფორმისადმი დაპირისპირება“ აღნიშნავს ტრიდენტის კრების შემდეგ პროტესტანტული რეფორმისადმი დაპირისპირების მიზნით კათოლიკე ეკლესიის მიერ გატარებულ ინიციატივათა ერთობლიობას. კონტრრეფორმაცია კათოლიკობის სიღრმისეული განახლებისა და სახარებისეული გზავნილის სიწმიდისადმი განსაკუთრებული ყურადღების განსახიერებად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4