A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კონგრესთა საქმე

It. Opera dei Congressi
1874 წელს იტალიელი კათოლიკე ახალგაზრდობის საზოგადოების ინიციატივით იტალიაში დაარსებული „კონგრესთა და კათოლიკურ კომიტეტთა საქმე“ აქტიურ იტალიელ კათოლიკეთა პირველი დიდი ორგანიზაცია იყო. ის იქცა რელიგიური საქმიანობით დაკავებული მრავალრიცხოვანი სამრევლო და სადიოცეზო კომიტეტის დამაკავშირებელ ორგანოდ. ამგვარ კომიტეტებში საქმიანობისაკენ მოხმობა კათოლიკეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ეკლესიის საწინააღმდეგო კანონმდებლობამ ქრისტიანული სულისკვეთების საქველმოქმედო ინსტიტუტები გააუქმა. პაპ ლეონ XIII-ის დროს კონგრესთა საქმე სწრაფად განვითარდა, განსაკუთრებით, ვენეტოსა და ლომბარდიაში და მთელი იტალიური კათოლიკური მოძრაობის მამოძრავებელ ძალად იქცა. მანვე მისცა ბიძგი ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურათა ქსელის შექმნას. 1896 წლის შემდეგ უკომპრომისო პოზიციის მქონე მმართველი კადრების პარალელურად განვითარდა, აგრეთვე, ახალი დემოკრატიულ-ქრისტიანული მიმართულების ნაკადი რომოლო მურის თაოსნობით, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ სფეროში მეტი გახსნილობისაკენ იხრებოდა. ორ მიმდინარეობას შორის არსებულმა დაპირისპირებამ და კამათმა, კათოლიკური სამყაროს ლიბერალიზმთან რთული დამოკიდებულების განვითარების თანმდევ ფონზე, ინსტიტუტის კრიზისი გამოიწვია და 1904 წელს ის წმიდა საყდარმა გააუქმა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9