A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მესამე ორდენი

It. Terziari/ Terzo Ordine
ტერმინი აღნიშნავს სამოწესეო „მესამე ორდენის“ წევრებს, რომელიც, – „პირველი“ (მამაკაცთა) და „მეორე” (ქალთა) ორდენებისაგან განსხვავებით, – აერთიანებს მამაკაცებსაც და ქალებსაც. მესამე ორდენის წევრები საერო და რეგულარულ წევრებად იყოფიან. ფრანცისკელთა და დომინიკელთა ორდენებმა პირველებმა გააერთიანეს (შემდგომში მათ აგრეთვე კარმელელთა, სერვიტთა და პრემონსტრატების ორდენებმაც მიბაძეს) თავის გარშემო მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტიანულ სრულყოფას ესწრაფვოდნენ და განსაკუთრებულ ვალდებულებებს იღებდნენ (წარმოთქვამდნენ ლოცვებს ან ჟამნს, მარხულობდნენ და ა.შ.), მონასტერში არ ცხოვრობდნენ, თუმცა ხშირად გამოირჩეოდნენ თავიანთი საქველმოქმედო და საზოგადოებრივი საქმიანობით. მესამე ორდენის რეგულარული წევრები (მამაკაცები და ქალები, რომლებიც საკრებულოში ცხოვრობდნენ და გარკვეულ წესს ემორჩილებოდნენ) XIV საუკუნეში უფრო ვრცელ საზოგადოებებში, XV საუკუნეში კი – კონგრეგაციებში გაერთიანდნენ. ვატიკანის II კრების შემდეგ წმიდა საყდარმა ახალი წესები დაადგინა ყველა სამოწესეო ორგანიზაციის „მესამე ორდენთათვის“ (პავლე VI-ის 1978 წლის სამოციქულო წერილი Seraphicus patriarca). ეს წესები გამომდინარეობს კანონიკური სამართლის კოდექსიდან, რომლის თანახმადაც, მესამე ორდენი ეწოდება მორწმუნეთა გაერთიანებებს, „რომელთა წევრებიც სამოციქულო ცხოვრებას ეწევიან და ამქვეყნად ქრისტიანულ სრულყოფას ესწრაფვიან სამოწესეო ინსტიტუტის ქარიზმაში მონაწილეობით“ (CIC, კან. 303. შდრ. კან. 677, ნაწ. 2)
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9