A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მესია

Etym. ებრ. mashîah „ცხებული“, რაც ბერძნულად ითარგმნება, როგორც christós
It. Messia
ძველ აღთქმაში ტერმინი აღნიშნავს პირებს, რომლებმაც ცხება მიიღეს: მეფეებს, მღვდელმსახურებს, წინასწარმეტყველებს. შემდგომში ამ სიტყვით გამორჩეულად მოიხსენიება დავითის შთამომავალი, რომელმაც ისრაელის სამეფო უნდა აღადგინოს. გამონაკლისის სახით მესიას უწოდებენ, აგრეთვე, სპარსეთის მეფე კიროსს, რადგანაც ის იაჰვეს ხელში ებრაელი ხალხის გათავისუფლების საშუალებად იქცა (ეს. 45:1). ახალ აღთქმაში მესია ეწოდება იესოს, ვინც სწორედ ქრისტეს სახელითაა ცნობილი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9