A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მეტემფსიქოზი

Etym. ბერძ. metempsýchosis (ნაწარმოებია ზმნიდან metempsýchousthai) „ერთი სხეულიდან მეორეში გადასვლა“
It. Metempsicosi
მეტემფსიქოზის იდეა ძველ საბერძნეთში ჩამოაყალიბეს, უმთავრესად, პითაგორამ და პლატონმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სამშვინველმა გარდასხეულება (რეინკარნაცია) უნდა გაიაროს, რათა განიწმიდოს, რაც მას შესაძლებლობას მისცემს, იდეათა სამყაროს ნეტარ მდგომარეობაში დაუბრუნდეს. რელიგიათა შორის მეტემფსიქოზი გვხვდება ჰინდუიზმსა და ბუდჰიზმში და სამსარას ცნებას უკავშირდება. ბუდჰიზმის თანახმად, სხვა არსებობაში ხელახლა დაბადებას სიცოცხლის დაუშრეტელი წყურვილი განაპირობებს. ხსნა მიიღწევა, როდესაც ადამიანი ამ წყურვილის დაოკებით სამსარასაგან თავისუფლდება. ჰინდუისტური სწავლება კი აცხადებს, რომ სამსარას „ბორბლის“ ტრიალის შეწყვეტა და ადამიანის სულის გათავისუფლება ზნეობრივი კანონის დაცვითაა შესაძლებელი. ქრისტიანობა არ უშვებს მეტემფსიქოზს ანუ რეინკარნაციას, რის შესახებაც არც ძველ და არც ახალ აღთქმაში არაა საუბარი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9