A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მეჩეთი

Etym. არაბ. masdshid „თაყვანისცემის ადგილი“
It. Moschea
მუსლიმთა საკულტო ნაგებობა. ყველაზე ძველი მეჩეთი იყო მუჰამადის სახლი მედინაში, რომელიც XIII საუკუნეში აღადგინეს. თავდაპირველად მეჩეთი წარმოადგენდა მართკუთხა ეზოს (სანი) მის შუაგულში მოთავსებული, ღია პორტიკებით გარშემორტყმული შადრევნით რიტუალური განბანვისათვის. პორტიკის შიდა ნაწილში მდებარეობდა სალოცავი დარბაზი საგანგებო ნიშით (მიჰრაბი), რომელიც მექის მიმართულებას მიუთითებდა. ამ თავდაპირველმა სტრუქტურამ ნაწილობრივი ცვლილებები განიცადა, რადგანაც ფართოდ გავრცელების პროცესში ისლამმა საკულტო მიზნებით გამოიყენა უკვე არსებული შენობები, მაგალითად, ცალკეული ქრისტიანული ბაზილიკები. ამჟამად ყოველ მეჩეთში არის ქადაგებისთვის განკუთვნილი კათედრა (მინბარი), შემაღლება ყურანის საკითხავად (დიკარი) და სადგარი თვით ყურანისათვის. მეჩეთის დამახასიათებელი ელემენტია მინარეთი – კოშკი, საიდანაც მუეძინი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუხმობს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9