It. Vizi capitaliL. vitium მანკიერება „ცოდვის ჩადენის ჩვევა ან მიდრეკილებაა“. იქმნება ცოდვის განმეორებით, რაც წარმოშობს გაუკუღმართებულ მიდრეკილებებს, რომლებიც ჩრდილავს სინდისს და ამახინჯებენ კეთილისა და ბოროტის შეფასებას. ზოგიერთ მანკიერებებს მთავარი მანკიერებანი ეწოდება, რადგანაც ისინი სხვა ცოდვათა და მანკიერებათა მიზეზს წარმოადგენენ. ესენია: ამპარტავნება, სიხარბე, მრისხანება, ავხორცობა, შური, გაუმაძღრობა, მცონარობა (შდრ. CCC, 1865-1866).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4