Etym. ბერძ. anachorein „განდგომა“; შემდგომ, საეკლესიო ლათინურში დამკვიდრდა ფორმა anachoreta განდეგილი, რომელიც უდაბნოში ან სხვა განმარტოებულ ადგილას სახლდება, რათა, ასკეტიზმისა და მჭვრეტელობის მეშვეობით, ღმერთთან სიღრმისეული ერთიანობა მოიპოვოს. III ს.-ში ამგვარი განდეგილობის მიმდევართა სიმრავლის გამო ამ მოვლენამ მნიშვნელოვანწილად სამოწესეო ხასიათი შეიძინა. ანაქორეტთა მიერ არჩეული განმარტოების ყველაზე ცნობილი ადგილი იყო თებაიდის უდაბნო ეგვიპტეში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4