A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შემწყნარებლობა (ტოლერანტობა)

Etym. ლათ. tollerantia, ნაწარმოებია ზმნიდან tolerare „ატანა“, „შეწყნარება“
It. Tolleranza
შემწყნარებლობის იდეა არსებითად იდეოლოგიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ განსხვავებათა გადალახვის ნებიდან მომდინარეობს. ის უნდა დაუპირისპირდეს პოტენციურ კონფლიქტს, სადაც საპირისპირო შეხედულებები ჭეშმარიტების ფლობას იჩემებენ, ბატონობს დისკრიმინაციული ხასიათის ცრურწმენები, პოლიტიკური დაპირისპირებანი, ძალაუფლების არათანაბარი განაწილება (უმცირესობათა პრობლემები) და ა.შ. ყველა ტოტალიტარული ხასიათის „გადაწყვეტისაგან“ განსხვავებით, შემწყნარებლობა თანაარსებობისა და მისადაგების მცდელობაა. ამიტომაც, ის დემოკრატიული თანაარსებობისა და თანამშრომლობის საფუძველმდები პირობაა და სრულიად აუცილებელია საზოგადო სიკეთისათვის. მაშასადამე, შემწყნარებლობა ტოტალიტარულ შეუწყნარებლობას არ იგუებს. რაც შეეხება რელიგიურ შემწყნარებლობას, ვატიკანის II კრება განცხადებაში არაქრისტიანულ რელიგიებთან ეკლესიის ურთიერთობის გამო (Nostra aetate) ხაზს უსვამს თითოეული რელიგიის ღირსებას და რელიგიებს არსებითად განიხილავს როგორც ხსნის გზებს. ის, რომ საუბარია არა წმინდა ფორმალურ, არამედ არსებით და საპასუხისმგებლო შემწყნარებლობაზე, იმით დასტურდება, რომ ტექსტში გამოთქმულია ჭეშმარიტი, ღრმა პატივისცემა არაქრისტიანული რელიგიების მიმართ. ამგვარი შემწყნარებლობა შესაძლებელს ხდის ურთიერთშეხვედრას, გამოცდილებათა გაზარებას და განსხვავებათა დადებით გამოყენებას. რელიგიური თავისუფლების შესახებ განცხადებაში (Dignitatis humanae) აღნიშნულია რელიგიური თვითგამორკვევის უფლება, მომდინარე თითოეული ადამიანის ცნობიერებაში არსებული პიროვნული პასუხისმგებლობიდან. სწორედ იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი ღმრთის მიერ მოხმობილია მისთვის ისტორიულ ვითარებაში დასახული ხსნის გზის გასავლელად, არავინ უნდა იყოს იძულებული, მიიღოს რომელიმე რელიგია საკუთარი მრწამსის საწინააღმდეგოდ. აუცილებელია ადამიანის შეგნებული რელიგიური არჩევანის პატივისცემა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9