A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შენანება

Etym. ლათ. attritio, წარმოებული სიტყვიდან atterere „დამარცხება“, „გაჭყლეტა“
It. Attrizione
პირველად ეს სიტყვა XI საუკუნეში გამოიყენეს და აღნიშნავდა არასრულყოფილ სინანულს, მონანიების ან სრულყოფილი სინანულის მიღწევის არაშესაბამის მცდელობას. მოგვიანებით შენანება აღნიშნავდა სინანულს, განპირობებულს ზნეობრივი ხასიათის სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ არა სიყვარულით, როგორც ეს მონანიების შემთხვევაში ხდება. შენანების დადებითი მნიშვნელობა აღიარა ტრიდენტის კრებამ, რომელმაც შენანება საკმარისად ცნო სინანულის საიდუმლოსათვის (DS, 1677).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9