ქმედება, რომლითაც დაზარალებული ან განაწყენებული პიროვნება ბრაზსა და წყენას ივიწყებს და დამნაშავეს ათავისუფლებს ყოველგვარი ვალდებულებისაგან მის წინაშე. მთლიანად საღმრთო წერილი და განსაკუთრებით ახალი აღთქმა (მათ. 18:12-35; ლუკ. 15) ადამიანთან დამოკიდებულებაში ღმრთის მიმტევებლობის სიდიადესა და სიღრმეს წარმოაჩენს; ამავე დროს, ადამიანი მოწოდებულია, მიუტევოს თავის მოძმეებს (შდრ. მათ. 6:14-15; CCC, 2838-2845).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4