A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შერეული ქორწინება

It. Matrimonio misto
ეწოდება ქორწინებას ორ მონათლულ პიროვნებას შორის, რომელთაგანაც ერთი კათოლიკე ეკლესიაშია მონათლული ან მიღებული ნათლობის შემდეგ, მეორე კი კათოლიკე ეკლესიასთან სრულ თანაზიარებაში არმყოფი ეკლესიის ან საეკლესიო საკრებულოს წევრია. შერეული ქორწინება მხოლოდ შესაბამისი ავტორიტეტული ორგანოს ნებართვითაა შესაძლებელი (CIC, კან. 1184). მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ შერეული ქორწინებები არაა დიდი სიკეთის მომტანი მათთან დაკავშირებულ სირთულეთა გამო (ქორწინებაზე, ზნეობაზე, ეკლესიისადმი მორჩილებაზე თვალსაზრისთა სხვადასხვაობა; კათოლიკე მეუღლის მხრიდან რწმენის შენარჩუნება და განვითარება; შთამომავლობის რელიგიური აღზრდა და სხვ.), ეკლესია უშვებს მათ, რადგანაც, ერთი მხრივ, ადამიანის ბუნებრივი უფლებაა, დაქორწინდეს მისთვის სასურველ პიროვნებაზე და იყოლიოს შვილები, და, მეორე მხრივ, მხედველობაში მიიღება არაკათოლიკე მეუღლის მიერ რწმენის მიღების შესაძლებლობა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9