Etym. გვიანლათ. casula „მოსასხამი კაპიუშონით“ მოსასხამის მსგავსი უსახელო ლიტურგიული სამოსი, ჩამოსაცმელად შუაგულში დატოვებული ჭრილით. მღვდელმსახური მას წირვის დროს იცმევს სტიქარსა და სტოლაზე. ბუნებრივია, სამოსის ფერი ლიტურგიულ პერიოდს შეესაბამება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4