A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შესაქმე

It. Creazione
L. creatio
აქტი, რომლითაც ღმერთი არსებობას აძლევს ყოველივეს, რაც მის გარეთ არსებობს. ბიბლია ძველ აღთქმაში ამტკიცებს, რომ ღმერთი არის ყოველივეს შემქმნელი „არაფრიდან“ („ex nihilo“; ეს გამოთქმა პირდაპირ მხოლოდ ერთხელ გვხვდება: 2 მაკ. 7:28), რამე მატერიისა თუ პირველყოფილი ქაოსის მოშველიების გარეშე. ეს ჭეშმარიტება გაიზიარა, აგრეთვე, ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლომ: „მწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“. ახალი აღთქმა ადასტურებს ამ პრინციპს და ააშკარავებს ქრისტეს როლს შესაქმეში. მოციქულები ამტკიცებენ, რომ სამყარო იესო ქრისტეს მეშვეობით შეიქმნა და მასში აქვს სიცოცხლე (შდრ. იოან. 1:3; კოლ. 1:16 და სხვ.).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9