Etym. offerto, ნამყოს წარსული ზმნისა offrire „შეთავაზება“ რელიგიურ ტერმინოლოგიაში გადატანითი მნიშვნელობით აღნიშნავს ღმრთისადმი მიძღვნილ ნებისმიერ საგანსა თუ ქმედებას (ლოცვა, სამუშაო, საქციელი და სხვ.), ვიწრო მნიშვნელობით კი ესაა პური და ღვინო, რომელსაც მღვდელმსახური წირვის დროს შეკრებილთა სახელით სწირავს ღმერთს, ქრისტეს სხეულად და სისხლად მათს გარდასაქმნელად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4