A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შებ შეე შეთ შეკ შემ შენ შეო შეპ შერ შეს შეუ შეჩ შეძ შეწ

შეუმცდარობა

Etym. in + სიტყვა errore-ს „შეცდომა“, ნაწარმოები ფორმა
It. Inerranza
ამგვარია ბიბლია, რომელიც ღმრთის მიერაა შთაგონებული და მის სიტყვას გადმოსცემს, შეიცავს ხსნისთვის აუცილებელ ჭეშმარიტებებს და აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, შეცდომებს შეიცავდეს (ე.ი. შეუმცდარია). ვატიკანის II კრება ამტკიცებს: „რადგანაც ყოველივე ის, რასაც შთაგონებული ავტორები ან ჰაგიოგრაფები ამტკიცებენ, სული წმიდის მტკიცებულებად მიიჩნევა, ასევე უნდა მივიჩნიოთ, რომ საღმრთო წერილის წიგნები უეჭველად, ერთგულად და შეუმცდარად ასწავლიან ჭეშმარიტებას, რომელიც ღმერთმა ისურვა, ჩვენი ხსნისათვის, საღმრთო წერილებში ყოფილიყო გადმოცემული“ (DV, 12). შეუმცდარობა, რომელიც შთაგონების შედეგია, ორმაგია: ფაქტობრივი (ბიბლიურ ნაწერებში მცდარი სწავლების არარსებობა) და კანონიერი (თეორიული შეუძლებლობა იმისა, რომ ბიბლია მცდარ სწავლებას შეიცავდეს). შეუმცდარობა გამორიცხავს როგორც ჭვრეტით (ჭეშმარიტების საპირისპირო), ისე პრაქტიკულ (სიწმიდესთან დაპირისპირებულ) შეცდომას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9