Etym. გვიანლათ. inhabitatio, მომდინარეობს ზმნიდან inhabitare „ცხოვრება შიგნით“ აღნიშნავს მადლის მდგომარეობაში მყოფ სამშვინველში ღმრთის მუდმივ თანასწრებას. ფორმალურად გამოხატულია იოანესთან (იოან. 14:23): „ვისაც ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. ჩვენც მივალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“. ეს ცნება ფართოდაა გავრცობილი პავლესეულ თეოლოგიაში (რომ. 8:11; 2 ტიმ. 1:14; 1 კორ. 3:16).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4