A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შობ შონ

შობა

It. Natale
ლიტურგიული დღესასწაული, რომლითაც ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ სიტყვის ხორცშესხმას, განკაცებას, მის შობას ბეთლემში. დღესასწაული რომაული წარმოშობისაა და IV საუკუნით თარიღდება. ქრისტიანებმა ის დაამკვიდრეს წარმართული მზის ღმრთის დღესასწაულის ნაცვლად, რომელიც ზამთრის ბუნიობის დროს (Natalis solis invincti) აღინიშნებოდა, რითაც სურდათ გამოეხატათ, რომ სწორედ იესოა ადამიანთა და სამყაროს ნამდვილი ნათელი. ნათლისღებასთან ერთად 25 დეკემბერი (რომელიც იესოს დაბადების ისტორიული თარიღი არაა) საშობაო ლიტურგიული ციკლის ყველაზე ამაღლებული მომენტია. მას ადვენტის დრო უძღვის წინ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9