A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

შა შე შვ შთ ში შო შუ
შობ შონ

შონსტატის საქმე

It. Schönstatt, opera di
სამოციქულო და მარიამის კულტთან დაკავშირებული განახლების მოძრაობა; ის 1914 წელს მამა იოზეფ კენტენიხმა (1885- 1968) მდინარე რაინზე, ვალენდარის მახლობლად მდებარე „სამგზის გასაოცარი შონსტატის მარიამის“ სამლოცველოში დააარსა. დღეს ის აერთიანებს: შონსტატის საერო მღვდელმსახურთა, მარიამის ძმათა, მარიამის დათა, შონსტატის ქალბატონთა და შონსტატის ოჯახთა ასოციაციებს; სამოციქულო კავშირს, რომელსაც შეადგენენ მღვდელმსახურთა, მამაკაცთა, ქალთა, ოჯახთა დამოუკიდებელი საკრებულოები; სამოციქულო ლიგას, წევრთა და თანამშრომელთა საკრებულოების, სახალხო მოძრაობისა და მომლოცველობის შემადგენლობით. შონსტატის საქმე ხელმძღვანელობს დევიზით: „სამყაროს მარიამისეული ქრისტიანული აღზრდა“ და „ახალი ადამიანი ახალ საზოგადოებაში“ და მიზნად ისახავს თანამშრომლობას ეკლესიაში ქრისტიანული ცხოვრების კომპლექსური განახლებისათვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საეროთა მომზადებას კენტენიხის მიერ შემუშავებული ასკეტურ-აღმზრდელობითი მოდელის შესაბამისად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9