A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პალოტიელნი

It. Pallottini
ასე იწოდებიან კათოლიკური სამოციქულო მისიონერული საზოგადოების (Societas Apostolatus Catholici, თავდაპირველად ეწოდებოდათ, აგრეთვე, Pia Societas Missionum) წევრები, რომლებიც არა აღთქმებს, არამედ მხოლოდ პირობებს დებენ (სიღატაკის, უბიწობის, მორჩილების, ერთობლივი ცხოვრების, საეკლესიო წოდებებზე უარის თქმის პირობებს). საზოგადოება 1835 წელს ვინჩენცო პალოტიმ (1795-1850, კანონიზებულია 1963) დააარსა, თუმცა საბოლოოდ ის მხოლოდ 1904 წელს იქნა დამტკიცებული პაპ პიუს X-ის მიერ. დღეს ორგანიზაციის წევრები ეწევიან სამწყსო საქმიანობას სამრევლოებსა და მათ გარეთ, ჯგუფებსა და ასოციაციებში, მუშაობენ ზრდასრულთა მომზადებასა და ახალგაზრდათა აღზრდაზე, უსინათლოთა სახლებსა და ციხეებში. გარდა ამისა, ეხმარებიან სანახაობებზე, გამოფენებსა და სასტუმროებში მომუშავე კათოლიკეებს. მათ დამახასიათებელ ამოცანათა რიცხვს განეკუთვნება ემიგრანთა შორის სამწყსო საქმიანობა და მისიონერობა. მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი პუბლიცისტურ საქმიანობაში. პალოტიელთა საზოგადოება 2000-ზე მეტ წევრს აერთიანებს და მსოფლიოს ყველა კუთხეში საქმიანობს. მისი მმართველი ორგანო რომში მდებარეობს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ორგანიზაციაში სამოციქულო და მარიამისეული სულისკვეთების განახლების მოძრაობის შედეგად ჩამოყალიბდა შონსტატის სამოციქულო მოძრაობა (ცნობილი სახელწოდებით „შონსტატის ინსტიტუტი“), რომელიც 1964 წელს პავლე VI-მ პალოტინელთა ორგანიზაციისაგან განაცალკევა. პალოტინელ ქალთა შტო (Congregatio Sororum Apostolatus Catholici), საქველმოქმედო საქმიანობის გარდა, ძირითადად, მოზარდ გოგონათა აღზრდითაა დაკავებული.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9