საეკლესიო და საერო პირთაგან შემდგარი პაპის კარი, რომელიც პონტიფექსის პირად და სამეურნეო საქმიანობას წარმართავს. ერთ დროს ის ძალზე მრავალრიცხოვანი იყო, რაც წარმომადგენლობითი ხასიათის მიზეზებითაც იყო განპირობებული, ამჟამად კი, უკანასკნელ პონტიფექსთა სურვილით, მხოლოდ უაღრესად აუცილებელ პერსონალს მოიცავს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4