A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პაპის საბჭოები

It. Pontifici Consigli
რომის კურიის უწყებები, რომლებიც რომის პაპს ეხმარებიან მისი უმაღლესი სამწყსო მსახურების შესრულებაში საყოველთაო ეკლესიისა და ცალკეულ ეკლესიათა საკეთილდღეოდ (Pastor bonus, პარ. 1). ამჟამად მოქმედებს შემდეგი საბჭოები: საეროთა; ქრისტიანთა ერთიანობის ხელისშემწყობი; ოჯახის; სამართლიანობისა და მშვიდობის; „Cor unum“; მიგრანტთა და ადგილმონაცვლეთა შორის სამწყსო საქმიანობის; სამედიცინო მუშაკთა შორის სამწყსო საქმიანობის; საკანონმდებლო ტექსტთა განმარტების; რელიგიათაშორისი დიალოგის; არამორწმუნეებთან დიალოგის; კულტურის; სოციალურ კომუნიკაციათა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9