A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პაპის სახელმწიფო/საეკლესიო სახელმწიფო

It. Stato pontificio/Stato della Chiesa
პაპის სახელმწიფოს ტერიტორია დიდებულთა და იმპერატორთა მიერ პაპისათვის შეწირული და ნაანდერძევი ქონების საფუძველზე ჩამოყალიბდა, რის შედეგადაც უკვე VI საუკუნეში პაპი იმჟამინდელი იტალიის უმდიდრესი მიწათმფლობელი გახდა. ამ პროცესში გადამწყვეტი გარდატეხა VIII საუკუნეში მოხდა ფრანკ ხელმწიფეთა წყალობით: სტეფანე II-სა და მეფე პიპინს შორის გაფორმებული კერზის შეთანხმების საფუძველზე (754), ლონგობარდთა სამეფოს განადგურების შემთხვევაში პაპს გარენტირებული ჰქონდა რომის, რავენის, ვენეციისა და ისტრიის, აგრეთვე, სპოლეტოსა და ბენევენტოს ტერიტორიათა ფლობა. პაპის სახელმწიფო ფორმალურად აღიარა იმპერატორმა ფრიდრიხ II-მ ეგერის ოქროს ბულით (1213), მაქსიმალურ სიდიდეს კი მან იულიუს II-ის (1503-1513) დროს მიაღწია. 1870 წელს იტალიის ახალჩამოყალიბებულისახელმწიფოს მიერ რომის ოკუპაციის შედეგად პაპის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. იმჟამინდელმა პაპმა, პიუს IX-მ (1846-1878) თავი „ვატიკანის ტყვედ“ გამოაცხადა და უარი თქვა იტალიის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ ცალმხრივ გარანტიათა კანონზე (1871 წლის 13 მაისი). ამგვარად დაედო დასაბამი რომის საკითხს, რომელიც სამოცი წლის შემდეგ, ლატერანის ხელშეკრულებათა გაფორმებით (1929) გადაიჭრა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9